ნაკლებ ცხიმიანი და უძვლო ხორცი დაჭერით 3 სმ სისქმის საშუალო ზომის ნაჭრებად და დაბეგვეთ ორივე მხრიდან. ხორცის შხეფებმა სამზარეულო რომ არ დასვაროს, ამისათვის, ხორცს ცელოფანი გადააფარეთ და ისე დაბეგვეთ.
შესაწვავ ფორმას მოაყარეთ ცოტა მარილი და შავი პილპილი. დაალაგეთ დაბეგვილი ხორცი მჭიდროდ, ზემოდანაც დატკეპნეთ ხელისგულით.
ხახვი დაჭერით წვრილად ან დააბლენდერეთ. ხახვი ხელით დაჭყლიტეთ, რომ წვენი გაუვიდეს და ეს წვენი დააწურეთ ხორცს თანაბრად, შემდეგ კი ეს დაწურული ხახვიც მოაწყვეთ, დატკეპნეთ ისევე, როგორც ხორცი. ყველი დახეხეთ და ყველის ქვემოთ დასახელებული ორივე სახეობა თანაბრად მოაყარეთ.
მაიონეზი და წყალი აურიეთ ერთმანეთს, ეს მასა თანაბრად გაანაწილებთ ყველზე. მოაყარეთ დარჩენილი მარილი და შავი პილპილი. ეს კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ რამდენიმე სააათით ადრე და შეინახოთ მაცივარში;
სუფრაზე მიტანამდე დაახლოებით 2 საათით ადრე გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე და შედგით შესაწვავად ღუმელის ქვემოდან მეორე პოზიციაზე.
ინგრედიენტები:
საქონლის ან ღორის ხორცი – 1 კგ,
ხახვი – 2 დიდი თავი.
ჰოლანდიური ტიპის ყველი – 150 გრ,
სულგუნი ან მოცარელა – 100 გრ,
მაიონეზი – 2 ან 3 სადილის კოვზი,
რძე ან წყალი – 1 სადილის კოვზი (მაიონეზის გასათხელებლად),
მარილი – ½ ჩაის კოვზი,
შავი პილპილი –1/2 ჩაის კოვზი.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.