პაველ ჰერჩინსკი: მზია ამაღლობელი ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა, ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

პაველ ჰერჩინსკი: მზია ამაღლობელი ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა, ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს

ევროკავშირის ელჩი მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის შიმშილობა „სიმამაცის აქტია“ და მის გათავისუფლებას ითხოვს.

„დღეს მზია ჟურნალისტური სიმამაცისა და სამართლიანობისთვის შეუპოვარი ბრძოლის სიმბოლოა. ის ყველა უსამართლოდ დაკავებულის სულისკვეთებას გადმოსცემს. ჩვენ ძალიან ვღელავთ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და გარწმუნებთ, რომ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

შეგახსენებთ, მზია მაღლობელის „ნეტგაზეთი“/„ბათუმელები“ სწორედ ევროკავშირიდან ფინანსდება.

„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამაღლობელი, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე 11 იანვარს დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს.

Aburjga Tasmanieli გააგდეთ ეს უნამუსო საქართველოდან, რაღას ელოდებით! ვერ ხედავთ მორიდებულმა და ენამოჩლექით საუბრებმა ეს ევროჩათლახები როგორ გაათავხედა?! მაინცა და მაინც ჯარები უნდა გადმოსხან და თვითმფრინავებიდან ბომბბი უნდა დაგვაყარონ, რომ გარკვევით ვთქვათ, ევროკავშირი ეს მყრალი, გარყვნილ მექრთამეთა საერთო საცხოვრებელი ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის და საერთოდ არსებობის უბოროტესი მტერია!
4 თვის უკან
მარბიელი ამას გააგდებ, მეორე ამნაირი სულელი მოვა
ამაღლობელთან დაკავშირებით ორი რამაა საყურადღებო: 1. პოლიციელზე თავდასხმის შემდეგ ამაღლობელმა კი არ თქვა, ეს რა მომივიდაო, ან ეკუთვნოდაო, არამედ ტყუილით სცადა ფონს გასვლა - ვიღაცა ხელს მიჭერდა, ვცადე განთავისუფლება, ხელი ავიქნიე და შემთხვევით მომიხვდაო!!! მერე გამოჩნდა ჩანაწერი...
2. დღეს ქართულ ციხეებში ზის 10 ათასამდე პატიმარი; შიმშილობის გამო ერთს თუ გაათავისუფლებ, ხვალ მინიმუმ 5 ათასი დაიწყებს შიმშილობას ... მერე ყველა დაჭერილი ... ყველა გავუშვათ, თუ ვუთხტათ, რომ ის განსაკუთრებულია?
აქ გამოსავალია: 1. აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა როგორც წესი და რიგია! 2. ადვოკატებმა და სხვ ასოებმა უნდა დაარწმუნონ ის, რომ შიმშილობით ციხიდან ვერ გამოვა
ვინც ვითომ გულშემატკივარია, სინამდვილეში კი მისი სიკვდილი უნდა იმიტომ, რომ ხელისუფლებას მერე უფრო ხმამაღლა უყვიროს, უნამუსოა!
4 თვის უკან