მამუკა მდინარაძე: თუ რაიმე იყო, რასაც შეეძლო ასეთი შედეგის თავიდან აცილება, უნდა მოიძიო და ბოლომდე უნდა ჩაჰყვე, მაგრამ როგორც კი შენ, თავიდანვე იგონებ ამბებს, კარგავ მორალურ უფლებასაც კი, რომ ამ თემას შეეხო

მამუკა მდინარაძე: თუ რაიმე იყო, რასაც შეეძლო ასეთი შედეგის თავიდან აცილება, უნდა მოიძიო და ბოლომდე უნდა ჩაჰყვე, მაგრამ როგორც კი შენ, თავიდანვე იგონებ ამბებს, კარგავ მორალურ უფლებასაც კი, რომ ამ თემას შეეხო

თუ რაიმე იყო ისეთი, რასაც შეეძლო ასეთი შედეგის თავიდან აცილება, უნდა მოიძიო და ბოლომდე უნდა ჩაჰყვე, მაგრამ როგორც კი შენ, აპრიორი თავიდანვე იგონებ ამბებს, უკვე კარგავ ადეკვატურობას კი არა, მორალურ უფლებასაც კი, რომ ამ თემას საერთოდ შეეხო,- განაცხადა ბათუმში მომხდარ ტრაგედიაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ამაშია მთელი უმორალობა დღევანდელი ოპოზიციისა, რომ ისინი ტრაგედიით ცდილობენ, USAID-ის ათეულობით დოლარით დაფინანსებული ჩავარდნილი გეგმების გაცოცხლებას.

„სპეკულაციის ხარისხი და სიბინძურის ხარისხი სად იკვეთება, იცით? მე ამასთან დაკავშირებით ფეისბუქ-პოსტიც დავწერე. არ ვამბობ და შეიძლება, ჩემი მხრიდან გასაკვირიც იყოს ამის თქმა. მაგრამ ზედმიწევნით რომ დავიცვა ობიექტურობა, მე არ ვამბობ, რომ არ უნდა მოიძიო თუ რაიმე იყო ისეთი, რასაც შეეძლო ასეთი შედეგის თავიდან აცილება, უნდა მოიძიო და ბოლომდე
უნდა ჩაჰყვე. ეს ოპოზიციის, ჟურნალისტის, გამოძიების - ყველას ვალდებულებაა, თუ ასეთი იყო, რა თქმა უნდა. თუ არ იყო, არ უნდა მოიგონო. თუ იყო, უნდა მოიძიო ბოლომდე, ყველას ვალდებულებაა. მაგრამ როგორც კი შენ, აპრიორი თავიდანვე იგონებ ამბებს ხან, ჯართზე წავიდნენო - იგონებ, იტყუები, ხან იქ მშენებლობა მიმდინარეობდაო, ხან საძირკველი იყო გაჭრილიო, იქ ჩავარდნენ და ეს თხრილი იყოო. რომ იგონებ, უკვე კარგავ ადეკვატურობას კი არა, მორალურ უფლებასაც კი, რომ ამ თემას საერთოდ შეეხო.

ამხელა ტრაგედია მოხდა და პირველივე წუთებში ამ ტრაგედიიდან დაკავებული ხარ იმით, რომ რაღაცა მოიგონო, რომ შემდეგ ვიღაცას რაღაცა დააბრალო. ჩაჰყევი ბოლომდე, ვინმეს არ ეგონოს რომ ან მე, ან სხვა ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, უკრძალავდეს ვინმეს ამბის გამოძიებას, მოძიებას, მოკვლევას. სამართალდამცავმა თავის საქმე უნდა გააკეთოს აქ და კრიტიკოსმა, თუ თან ამისი ლეგიტიმაცია გააჩნია, მითუმეტეს, მედიის წარმომდგენელმა, ყველაფერი უნდა მოიძიოს, მაგრამ როგორც კი შენ აბრალებ, ესე იგი, შენ სიმართლე კი არ გაინტერესებს, უმძიმესი სათქმელია, მართლა უმძიმესი სათქმელია, მაგრამ ამ ბავშვების ბედი კი არ გაინტერესებს და რაც მოხდა, ეს კი არ გაინტერესებს, შენ გაინტერესებს, ვინ დააზიანო ახლა ამით.

ეს დასაზიანებელია თუ არ არის დასაზიანებელი, შენ გაინტერესებს მოიტყუო და ტყუილით რაღაც გეგმები რომ ჩაგივარდა, USAID-მა თავისი ათეულობით მილიონი დოლარით რომ ვერ უზრუნველყო, ისეთი უნიათო ხარ, შენი ამ ბინძური გეგმების აღსრულება, ამ გეგმების გაცოცხლებას ამ ტრაგედიით აპირებ.

ეს არის საშინელება, თორემ ვინმე უკრძალავს მოძიებას და სიმართლეს ლაპარაკს? ტყუილს ნუ იძახი. აი, ამაშია მთელი უმორალობა ჩვენი დღევანდელი ოპოზიციისა და ზოგიერთის, მედიის წარმომადგენელს რომ უწოდებს თავის თავს“,- განაცხადა მდინარაძემ.