ესტონელი ევროპარლამენტარი: საჭიროების შემთხვევაში, ევროპამ სანქციები უნდა დაუწესოს აშშ-საც - ტრამპი, ისევე როგორც პუტინი, მხოლოდ ძალის ენას აღიქვამს

ესტონელი ევროპარლამენტარი: საჭიროების შემთხვევაში, ევროპამ სანქციები უნდა დაუწესოს აშშ-საც - ტრამპი, ისევე როგორც პუტინი, მხოლოდ ძალის ენას აღიქვამს

ევროპამ კიდევ უფრო მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი ზელენსკის და საჭიროების შემთხვევაში, სანქციები დაუწესოს აშშ-საც, - განაცხადა ესტონელმა ევროპარლამენტარმა, რიჰო ტერასმა.

მისი თქმით, რუსეთის ეკონომიკა უკვე ზარალს განიცდის, თუმცა ახლა თავად აშშ-ის პრეზიდენტმა გაუწოდა მათ დახმარების ხელი.

„ტრამპი, ისევე როგორც პუტინი, მხოლოდ ძალის ენას აღიქვამს“, - აღნიშნა ესტონელმა ევროპარლამენტარმა.