ზურაბ ქადაგიძე ზვიად ძიძიგურს:  850000 ადამიანმა ხმა მისცაო, ანუ - ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?! მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი

ზურაბ ქადაგიძე ზვიად ძიძიგურს:  850000 ადამიანმა ხმა მისცაო, ანუ - ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?! მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი

850000 ადამიანმა ხმა მისცაო, ანუ - ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?! მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი,-წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე  "გახარია - საქართველოსთვის" წევრის, ზვიად ძიძიგურის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში ხელისუფლების წინააღმდეგ ხმა 850 ათასმა ადამიანმა მისცა.

ქადაგიძის თქმით,  1 120 000 ხმა ბევრად მეტია და როგორ ბედავს ოპოზიცია, რომ უმრავლესობის ნება უგულებელყოს, შეურაცხყოფა მიაყენოს  და უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების საშუალებით, არჩევანი წაართვას უმრავლესობას. 

„850000 ადამიანმა ხმა მისცაო...

ანუ - ცესკოს ოფიციალურ შედეგებს აღიარებთ და როგორღაა პარლამენტი არალეგიტიმური?!

მაგას ვამბობთ ჩვენც, სულ ეგ არის რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველი, მაგაზე ვთანხმდებით, თუმცა 1 120 000 ბევრად მეტია და როგორ ბედავთ, რომ უმრავლესობის ნებას უგულებელყოფთ, შეურაცხყოფას აყენებთ და უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურების საშუალებით ცდილობთ, არჩევანი წაართვათ უმრავლესობას?!

კიდევ ერთი - თუ კი აღიარებთ, რა სპექტაკლები დადგით, რატომ გადააწვევინეთ თბილისი, თქვენს ექსტრემისტ ახალგაზრდებს და ზოგადად რას ითხოვთ, თქვენ თვითონ თუ იცით?!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.