ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შედეგებს არ აღიარებს

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შედეგებს არ აღიარებს

უკრაინა რუსეთსა და აშშ-ის შორის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შედეგებს არ აღიარებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ოფიციალური კიევი მოლაპარაკებებში მონაწილეობასაც არ აპირებს.

„უკრაინა [მოლაპარაკებებში] მონაწილეობას არ მიიღებს. უკრაინამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ხოლო უკრაინა მოლაპარაკებებს, რომელიც უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე წარიმართება, არ აღიარებს. ჩვენ ვერ ვაღიარებთ ვერანაირ შეთანხმებას ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთსა და ამერიკას შორის გასამართ მოლაპარაკებებში მოსკოვსა და ვაშინგტონს ორმხრივი ურთიერთობების საკითხის განხილვაც სურთ, რაც მათი უფლებაა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის 18 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთს ეწვევა, თუმცა მისი ვიზიტი აშშ-რუსეთს შორის გასამართ მოლაპარაკებებს არ ეხება. ამის მიუხედავად, ზელენსკის განმარტებით, ის საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრს, მუჰამედ იბნ სალმანს მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ჰკითავს.