Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აღდგომამდე სურს

Bloomberg: ტრამპის ადმინისტრაციას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აღდგომამდე სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს უკრაინაში ცეცხლი აღდგომამდე, ანუ 20 აპრილამდე შეწყვიტოს. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ტრამპის ადმინისტრაციამ ევროპელ ჩინოვნიკებს შეატყობინა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აღდგომამდე სურს, ამბობენ ადამიანები, რომლებიც ამ საუბრების შესახებ ინფორმირებულნი არიან“, - ნათქვამია სტატიაში.

Bloobmerg-ს სხვა წყარომ განუცხადა, რომ მოლაპარაკებების ტემპი, რომელიც ამ კვირას საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის მაღალჩინოსნების მონაწილეობით დაიწყება, ამბიციური და პოტენციურად არარეალისტურია.

სააგენტოს ერთ-ერთმა რესპონდენტმა განუცხადა, რომ კონფლიქტის დარეგულირება მიმდინარე წლის ბოლომდეა შესაძლებელი.