Politico: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საუდის არაბეთში მიემგზავრებიან, სადაც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს

Politico: დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საუდის არაბეთში მიემგზავრებიან, სადაც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საუდის არაბეთში მიემგზავრებიან, სადაც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან გამართავენ შეხვედრებს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერ რიადში ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჩავლენ.

ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი კი დელეგაციაში არ იქნება. მოლაპარაკებებზე ასევე არ მიუწვევიათ ევროკავშირის წარმომადგენლები.