გაბრიელ ბერის სასწაულმოქმედი ზეთის მოხმარების წესი

გაბრიელ ბერის სასწაულმოქმედი ზეთის მოხმარების წესი

წიგნიდან: "ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები" (მადლიერი ერისგან), I-II ნაწილი
გამოცემის ავტორი: ოთარ ნიკოლაიშვილი, თბილისი, 2002-2003 წ.

ზეთის მოხმარებამდე ამბობთ ლოცვას "მამაო ჩვენო".

შემდეგ მარჯვენა ხელის ნეკა თითს ჩააწებთ ზეთში და წაისვამთ შუბლზე - ჯვრის სახით, ისე როგორც პირჯვარის გადაწერის წესია: ზემოდან ქვემოთ და მარჯვნიდან მარცხნივ (აღნიშნული ქმედება იცავს გონებას ბოროტისაგან).

შემდეგ, შეგიძლიათ წაისვათ ჯვრის სახით მტკივნეულ ადგილზე. შინაგანი სნეულების შემთხვევაში კი დილაობით ნახევარი ჩაის კოვზი დღეში ორ-სამჯერ.

ზეთის გამოყენება შეიძლება გამზადებულ საჭმელში, უშუალოდ თეფშზე გადმოღების შემდეგ - ნახევარ ჩაის კოვზამდე მოსხმის სახით.

აღნიშნულ ზეთში რაიმეს მოხარშვა 

ან შეწვა დაუშვებელია, აგრეთვე დაუშვებელია ზეთის გამრავალება სხვა ზეთის დამატებით.

შესაძლებელია ზეთის გაყოფა და მისი განაწილება ვისთვისაც გენებოთ.

P.S. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ მონაზონ პარასკევას მცხეთის დედათა მონასტერში. მასთან ასევე ინახება გაბრიელ ბერის უხრწნელი სისხლი, რომელსაც ავადმყოფები ეამბორებიან.