2025 წელს მსოფლიო დღის წესრიგის ჩამოყალიბება ხდება, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობაზე საუბრისას.
როგორ ლევან მაჭავარიანმა აღნიშნა, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ კარგად იცის, რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება.
„შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ოპოზიციაში, ფაქტობრივად ლიდერი არ არის დარჩენილი, რომელსაც უშვერი სიტყვებით არ ჰყავს ბატონი ტრამპი ნალანძღი და რუსეთის აგენტი არ აქვს მისთვის დაძახებული. ამერიკის ადმინისტრაციამ ყველაფერი კარგად იცის და ის გატარებული პოლიტიკაც კარგად იცის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა.
როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, „დიფ სთეითთან“ ბრძოლა (რომელსაც ახლა ებრძვის ტრამპი) „ქართული ოცნების“ დაწყებულია და ჩვენი საზოგადოება უკვე კარგად ხვდება, თუ რა გაიარა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა.
ახლა, ტრამპისთვის ძირითადი დასაყრდენი არის უნგრეთი, ბატონი ორბანი ჩვენი როგორი მეგობარია კარგად მოგეხსენებათ და შესაბამისად, ის, რაც უნდა იცოდეს ამერიკის მოქმედმა ადმინისტრაციამ საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან დაკავშირებით, მერწმუნეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი იციან“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.