არჩილ გორდულაძე ე.წ “კაბელების საქმის” მოსამართლეზე: ნაცი ნაცობას არასდროს მოიშლის. დავით ჯუღელიც ერთი ჩვეულებრივი ნაცია და ასრულებს ნაცების დავალებებს

არჩილ გორდულაძე ე.წ “კაბელების საქმის” მოსამართლეზე: ნაცი ნაცობას არასდროს მოიშლის. დავით ჯუღელიც ერთი ჩვეულებრივი ნაცია და ასრულებს ნაცების დავალებებს

“ნაცი ნაცობას არასდროს მოიშლის და ჯუღელიც ერთი ჩვეულებრივი ნაცია და ასრულებს ნაცების დავალებებს”- განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ ე.წ. “კაბელების საქმის“ ერთ-ერთი მოსამართლის, დავით ჯუღელის შესახებ, რომელიც 10 წლის წინ თითქოს მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის სახელსაც ახსენებს. 

გორდულაძის თქმით, ყველამ თავისი აგენტურა ჩართო იმ საქმეში, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მაიდანის მოწყობა და გადატრიალების მცდელობა ჰქვია. 

მისივე თქმით, ეს მათ სასოწარკვეთილებაზე უსვამს ხაზს, ვიდრე რაიმე შედეგზე. 

“მისი კავშირები “ნაციონალურ მოძრაობასთან” საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია. ის არის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი. ადამიანი, რომლის მთელი ოჯახიც, რა თქმა უნდა, თავისუფალია ვისთან როგორი ურთიერთობა ექნებათ, მაგრამ საზოგადოებამ რომ იცოდეს, ეს არის ადამიანი, რომელიც მჭიდრო კავშირით არის დაკავშირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან” და რატომ გაახსენდა ახლა, 10 წლის შემდეგ “მასზე ძალადობა” და მასზე გავლენების მოხდენის მცდელობები, ესეც თეთრი ძაფით ნაკერი საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო, სადაც სტრასბურგის სასამართლომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით დარღვევა დაადგინა, ტექნიკური საკითხები იგულისხმება ამ შემთხვევაში, ისევ და ისევ იმისათვის, რომ გარედან “დიფ სთეითი” იქნება თუ გლობალური ომის პარტია, ყველამ თავისი აგენტურა ჩართო იმ საქმეში, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მაიდანის მოწყობა და გადატრიალების მცდელობა ჰქვია, მათ შორის, იყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც  კარგად მიძინებულ აგენტებს როგორც შეეფერება ხოლმე, ზუსტად ისე გამოაღვიძეს ეს აგენტურა და მთლიანად ჩართეს საქმეში. ეს მათ სასოწარკვეთილებაზე უფრო უსვამს ხაზს, ვიდრე რეალურად  რაიმე  შედეგზე, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე. რომ არ იყვნენ ასე სასოწარკვეთილები, მათ ჩაბუდებულ და მათ მიძინებულ აგენტებს  არ გააღვიძებდნენ და ბატონი ჯუღელიც სამწუხაროდ არის ერთი ჩვეულებრივი ნაცი, აგენტურის წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც ახლა გამოდის და ათას ტყუილს და ჭორს იგონებს იმისთვის, რომ ისევ და ისეც “ნაცმოძრაობის” პატრონების დავალებები შესრულდეს, როგორმე ჩვენს ქვეყანაში გადატრიალება მოხდეს. არ გამოსდის, მაგრამ მაინც აკეთებს ამ ყველაფერს”- განაცხადა არჩილ გორდულაძემ. 

ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი 10 წლის შემდეგ ამბობს, რომ მას შვილის გატაცებით ემუქრებოდნენ და სასურველი გადაწყვეტილების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ. ის დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და ნდობით აღჭურვილი პირია.