ჩვენს კომენტარებზე როცა საუბრობდნენ USAID-თან და NED-თან დაკავშირებით, რომ ეს იყო ანტიამერიკული განცხადება, ახლა გამობრძანდნენ და თქვან, რომ ამერიკის პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის მხრიდან ანტიამერიკული განცხადება გაკეთდა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ის ხალხი, ვინც გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებდა არასამთავრობო ორგანიზაციების დაცვის მოტივით, ახლა, როცა ასეთი განცხადებები კეთდება, ისევ უნდა გამოვიდნენ და ენჯეო სექტორი „დაიცვან“.
„შეგრძნება გვაქვს, რომ ჩვენ მიერ დაწერილი წერილები და გაკეთებული კომენტარები გრძელდება აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მხრიდან. ჩვენს შეფასებებზე როცა საუბრობდნენ USAID-თან და NED-თან დაკავშირებით, რომ ეს იყო ანტიამერიკული განცხადება, ახლა გამობრძანდნენ და თქვან, რომ ამერიკის პრეზიდენტის, სახელმწიფო მდივნის მხრიდან ანტიამერიკული განცხადება გაკეთდა. რატომ ვერ საუბრობენ? ახლა რატომ არ გამოდიხარ თდა ამბობთ - „არა რუსულ ბრძანებას ამერიკაში“? თუ მართლები ხართ, ახლაც უნდა გამობრძანდეთ და დაიცავთ ეს არასამთავრობო სექტორი, რომელიც თქვენი აზრით, მხოლოდ კეთილ საქმეებს ახორციელებდა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.