გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ზუსტად ასეთი ტიპის დოკუმენტები ახალისებდა რადიკალურ პროცესებს

გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ზუსტად ასეთი ტიპის დოკუმენტები ახალისებდა რადიკალურ პროცესებს

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ზუსტად ასეთი ტიპის დოკუმენტების ახალისებდა რადიკალურ პროცესებს.

„მედიაზე, მის დამფუძნებელზე იქნება ეს თუ ჟურნალისტებზე და ხელმძღვანელობაზე, ასეთი ტიპის თავდასხმების წახალისება ევროპარლამენტის რეზოლუციაში ნიშნავს უკვე, ერთის მხრივ, გაუფასურებას ამ რეზოლუციის და, მეორეს მხრივ, მტკიცებულებას, რომ ზუსტად ასეთი ტიპის დოკუმენტები ახალისებდა რადიკალურ პროცესებს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ევროპარლამენტმა მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელიც ერთი ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიციის ნარატივს და თავს ესხმის მედიას, მათ შორის ტელეკომპანია „იმედს“.