ვლადიმერ ბოჟაძე: ნიკა გვარამია დღეს ხელისუფლებაში რომ იყოს, ევროპარლამენტისგან ირაკლი რუხაძის დასანქცირებას კი არ მოითხოვდა, არამედ კვლავ სპეცრაზმით და შტურმით აიღებდნენ „იმედს“

ვლადიმერ ბოჟაძე: ნიკა გვარამია დღეს ხელისუფლებაში რომ იყოს, ევროპარლამენტისგან ირაკლი რუხაძის დასანქცირებას კი არ მოითხოვდა, არამედ კვლავ სპეცრაზმით და შტურმით აიღებდნენ „იმედს“

არა მხოლოდ [დევიდ] მაკალისტერის, არამედ ოპოზიციის დამსახურებაა კონკრეტული მედიების წინააღმდეგ გალაშქრება. რა თქმა უნდა ასეთ მედიებზე სანქციების ამოცანა არის, რომ ქვეყანაში არ ისმოდეს მათთვის განსხვავებული, მათთვის მიუღებელი აზრი, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, სადაც საუბარია მედიამენეჯერების სანქცირებაზეც.

„ამ რეზოლუციაში, ამიტომ პირდაპირი იკითხება როგორი საქართველო უნდა იხილოს ევროპარლამენტის გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა და რაც ყველაზე მთავარია, როგორი საქართველო წარმოუდგენია რადიკალურ ოპოზიციას, სადაც ჩახშული იქნება განსხვავებული აზრი. ნიკა გვარამია დღეს ხელისუფლებაში რომ იყოს, ევროპარლამენტისგან ირაკლი რუხაძის დასანქცირებას არ მოითხოვდა, კვლავ სპეცრაზმით და შტურმით აიღებდნენ იმედს, ქონებას წაართმევდნენ რუხაძესა და სხვა მათთვის მიუღებელ ბიზნესმენებს რადგან მადლობა ღმერთს ოპოზიციაში არიან ახლა ცდილობენ გარედან მოიპოვონ მხარდაჭერა“, - აცხადებს ბოჟაძე.