ტრამპი სი ძინპინთან და ვლადიმირ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის ინიციატივით გამოდის

ტრამპი სი ძინპინთან და ვლადიმირ პუტინთან სამმხრივი შეხვედრის ინიციატივით გამოდის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინასა და ღაზაში საომარი მოქმედებები დასრულდება, მას სურს რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან შეხვედრა, რათა განიხილონ თავდაცვითი ხარჯების შემცირება.

„როდესაც ყველაფერი დალაგდება, მსურს, რომ ერთ-ერთი პირველი შეხვედრა შედგეს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რათა გავანახევროთ ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას ასევე სურს ბირთვული განიარაღების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენა ორივე ქვეყანასთან.