ქვეყნის შიგნით ჩვენ ვხედავთ სახიფათო ტენდენციას - გარე საფრთხის წინაშე ერთიანობის ნაცვლად, ხელისუფლება იწყებს პოლიტიკურ წმენდას, - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ.
„ჩვენი ისტორიის კრიტიკულ ეტაპზე ვართ. ამ მომენტში ხდება გლობალური მოვლენები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენს მომავალს. მაგრამ ქვეყნის შიგნით ჩვენ ვხედავთ სახიფათო ტენდენციას - გარე საფრთხის წინაშე ერთიანობის ნაცვლად, ხელისუფლება იწყებს პოლიტიკურ წმენდას. ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, ყველაფერი ყველასთან შეთანხმებულია და საბოლოოდ შეუძლია გადავიდეს მთავარზე - პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლაზე“, - აღნიშნა უკრაინელმა დეპუტატმა.
„პოროშენკოს წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ ოპოზიციისთვის კი არ არის დარტყმა, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისთვისაც. ეს არის სიგნალი: ნებისმიერი განსხვავებული პოზიციის მქონე შეიძლება იყოს შემდეგი. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო, რომლის შემადგენლობა მთლიანად ზელენსკიმ ჩამოაყალიბა, პირადი ანგარიშსწორების ინსტრუმენტად იქცევა. როგორ ევროპაზე ვოცნებობთ? თუ ხელისუფლება ამ გზით გააგრძელებს, შესაძლოა, ეს კარი დიდი ხნით დაიხუროს ჩვენთვის“, - დასძინა გონჩარენკომ.