მაიკ ბენცი: საქართველო ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონის მიღებას, რასაც USAID-ის მიერ ორგანიზებული ქუჩის საპროტესტო გამოსვლები და ამბოხების მცდელობა მოჰყვა

მაიკ ბენცი: საქართველო ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონის მიღებას, რასაც USAID-ის მიერ ორგანიზებული ქუჩის საპროტესტო გამოსვლები და ამბოხების მცდელობა მოჰყვა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი მაიკ ბენცი აცხადებს, რომ საქართველო ერთი წლის განმავლობაში ცდილობდა ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონის მიღებას, რასაც USAID-ის მიერ ორგანიზებული ქუჩის საპროტესტო გამოსვლები და ამბოხების მცდელობა მოჰყვა.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფარული საქმიანობის მხილებით ცნობილი ბენცი განმარტავს, რომ USAID-ი ცდილობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ ვერ გამოავლინონ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჩარევის მასშტაბები.

„პატარა ქვეყნებში USAID-ის, როგორც გიგანტური რვაფეხას საცეცების შეჩერება შეუძლებელია. საქართველო მთელი წელი ახალ ამბებში ჩნდებოდა, რადგან იქ ცდილობდნენ ამერიკული FARA-ს ეკვივალენტური კანონი მიეღოთ. უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით სისხლის სამართლის დანაშაულია, როცა ამერიკის მთავრობასა თუ კონგრესში პოლიტიკის შეცვლის მიზნით ლობირების სანაცვლოდ უცხო ქვეყნებიდან თანხებს იღებ და ამას არ ადეკლარირებ. ჩვენი კანონით ეს კონტრდაზვერვის კუთხით უდიდესი რისკია. FARA-ს გარეშე ვერ გვეცოდინება, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები თუ სხვადასხვა ინსტიტუტები იღებენ თანხებს უცხო ქვეყნებიდან. ეს კი აშკარა საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ეს არის სადაზვერვო ოპერაცია. როდესაც საქართველომ ამ კანონის მიღება სცადა, რა მოხდა? მოხდა ის, რომ ჩაუტარეს იგივე ქუჩის ამბოხებები, რომლის მოწყობაშიც USAID-ი არაერთ ქვეყანაშია გამოჭერილი. 1980 წლიდან USAID-მა არაერთი ფერადი რევოლუცია თუ ამბოხი მოაწყო, მათ შორის „არაბული გაზაფხული“, - თქვა ბენცმა.