რადიკალური ოპოზიციის ჩართულობით მომზადებულ რეზოლუციის პროექტში, რომლის კენჭისყრაც ევროპარლამენტში დღეს იგეგმება, სხვადასხვა საკითხებთან ერთად საუბარია საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებაზე. მათ შორის არიან მედიამფლობელები. პროექტში აღნიშნულია ტელეკომპანია „იმედიც“.
საკითხს „ქრონიკასთან“ საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროპულ დამოკიდებულებაზე სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით შთაბეჭდილება შეეცვალა.
„ეს კიდევ ერთი ახალი მიმართულებაა მათი მხრიდან, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებისადმი დამოკიდებულების ნაწილში. ე.ი. მათ პარტიულ ტელევიზიებს შეუძლიათ ათასნაირი სიბინძურე აფრქვიონ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და ყალბი ინფორმაცია გაავრცელონ და თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს, ეს გამოაცხადონ დემოკრატიის მტრად.
ძალიან შემეცვალა შთაბეჭდილება ევროპულ დამოკიდებულებაზე სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
რატომ? რა არგუმენტით? "იმიტომ!"
ხარვეზიანია ყველა ჩამოთცლილი ტვ, მაგრამ ცოცხტვ-ები ჩირქია!
ამბობენ კიტრიაო; არადა ყველა ვხედავთ, რაც მათ ყითაში აქვთ, აშკარად არაა კიტრი!
ყითა ძველქართულით სწორნაწლავია!