პაატა სალია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე: ნებისმიერი მხარდამჭერი განცხადება, რომელიც დაფუძნებულია იმ რეალობაზე, რაც დღეს გვაქვს საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის

პაატა სალია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე: ნებისმიერი მხარდამჭერი განცხადება, რომელიც დაფუძნებულია იმ რეალობაზე, რაც დღეს გვაქვს საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის

ნებისმიერი მხარდამჭერი განცხადება, რომელიც დაფუძნებულია იმ რეალობაზე, რაც დღეს გვაქვს საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მმართველი გუნდის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის დღევანდელ სხდომაზე იქნება წარდგენილი

„ეს რეზოლუცია როგორც ვხვდები, პროექტია წარდგენილი მათი მხრიდან დღევანდელ სხდომაზე.

ნებისმიერი მხარდამჭერი განცხადება, რომელიც დაფუძნებულია იმ რეალობაზე, რაც დღეს გვაქვს საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. მიუხედავად იმისა თუ რომელი პარტია, რომელი ძალა აკეთებს ამ განცხადებას ან მსგავს რეზოლუციას “, - განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელსაც ილონ მასკი უჭერს მხარს, ევროპარლამენტში არსებულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „სუვერენული ერების ევროპა“ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველო საერთაშორისო სამართლის მიხედვით სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც სრული უფლება აქვს თავად განსაზღვროს თავისი პოლიტიკური სისტემა, ჩაატაროს არჩევნები და მართოს საკუთარი თავი უცხო სუბიექტების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევის გარეშე.