თეა წულუკიანი: პარლამენტის საგამოძიებო კომისიას შეუძლია მოქალაქეებისგანაც მიიღოს ინფორმაცია, არ არის აუცილებელი, იყოს მხოლოდ მსხვერპლი, შეიძლება, იყოს მოწმე ან პროცესის მონაწილე

თეა წულუკიანი: პარლამენტის საგამოძიებო კომისიას შეუძლია მოქალაქეებისგანაც მიიღოს ინფორმაცია, არ არის აუცილებელი, იყოს მხოლოდ მსხვერპლი, შეიძლება, იყოს მოწმე ან პროცესის მონაწილე

ჩვენ უნდა მივიღოთ მოქალაქეებისგან ინფორმაცია, ვისაც ამის სურვილი ექნება, არ არის აუცილებელი, იყოს მხოლოდ მსხვერპლი, შეიძლება, იყოს მოწმე ან მონაწილე იმ პროცესის, რომლის აღწერაც სურს ჩვენს წინაშე, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა ამავე კომისიის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, მადლიერი იქნება, როგორც კომისიის თავმჯდომარე, თუ ამგვარი მომართვები იქნება კონკრეტული ფაქტებით.

„ზოგადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა დღეში ვიყავით ცხრა წლის განმავლობაში, როგორი იმედებით დაიწყეს და როგორ უიმედოდ დაასრულეს და ა.შ. ეს ინფორმაცია ყველგან მოიპოვება. ჩვენ თუ მოგვმართავენ, უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ ეს იყოს ფაქტები და შეძლებისდაგვარად მოკლე აღწერილობა, რათა ჩვენ სწრაფად გავერკვეთ, რა ღირებულებისაა მოწოდებული ინფორმაცია, შემდეგ ან წერილობითი სახით გამოვიყენოთ და არ იყოს საჭირო მოსმენა ან პირიქით, ვთქვათ, რომ ეს ის განმცხადებელია, რომელიც კომისიამ ზეპირადაც უნდა მოისმინოს“, აღნიშნა თეა წულუკიანმა.