რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივნის პიტ ჰეგსეტის ხედვა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არ არის ახალი მოვლენა ამერიკულ პოლიტიკაში, ხოლო ევროკავშირი უფრო ფულის გადამხდელია, ვიდრე მოთამაშე.
„ორი რამ გუშინდლის შემდეგ: ჰეგსეტის ხედვა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ არ არის ახალი ამერიკულ პოლიტიკაში. გაიხსენეთ, რომ ზუსტად DC [ვაშინგტონმა] 2023 და 2024 წლებში უკრაინას უარი უთხრა წევრობის მკაფიო გეგმის მინიჭებაზე. ევროკავშირი ფულის გადამხდელია, და არა მოთამაშე. როგორც ყოველთვის. ასეთი გრძნობა მაქვს, რომ ბრიუსელში ამას ყველა ეთანხმება“, - დაწერა მან.
ცნობისთვის, გუშინ პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ნატოში უკრაინის გაწევრიანება არარეალისტურია.