თორნიკე ჭეიშვილი: საკანონმდებლო ცვლილებები მოემსახურება უმთავრეს მიზანს, რასაც ჰქვია სახელმწიფოს სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და საზოგადოების უსაფრთხოების ამაღლება

თორნიკე ჭეიშვილი: საკანონმდებლო ცვლილებები მოემსახურება უმთავრეს მიზანს, რასაც ჰქვია სახელმწიფოს სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება და საზოგადოების უსაფრთხოების ამაღლება

საკანონმდებლო ცვლილებები მოემსახურება იმ უმთავრეს მიზანს, რასაც ჰქვია სახელმწიფოს სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, საზოგადოების უსაფრთხოების ამაღლება და რასაც ჰქვია პასუხი იმ სოციალური ხასიათის პრობლემებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

„​არ შემიძლია ძალიან პოზიტიურად არ გამოვეხმაურო იმ ინიციატივას, რომელიც შეეხება ანტინარკოტიკული კანონპროექტის გამკაცრებას იმ ნაწილში, რომელიც გასაღების ფაქტებს შეეხება. ეს საკანონმდებლო ცვლილებები საერთო ჯამში შექმნის ძალიან მყარს საფუძველს, რომ ქვეყანამ წინსვლა განაგრძოს, გაგრძელდეს ეკონომიკის ზრდა და ქვეყანაში იყოს შესაძლებელი პროცესების განვითარება მშვიდ ვითარებაში, რომელიც გამორიცხულია მაშინ, როდესაც გარე აქტორები ყოველგვარი გამჭვირვალობის სტანდარტის გვერდით ავლით ცდილობენ აქ ადგილზე, გარკვეული პროცესების წახალისებას, რომელსაც შეიძლება მიზნად ჰქონდეს დესტაბილიზაციის შექმნა“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებისთვის სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტის მისაღებად რამდენიმე კანონს დააინიცირებს.