დავით მათიკაშვილი: ყველა ის ცვლილება, რომელიც დაგეგმილია, ითვალისწინებს ერთადერთ მიზანს, მოხდეს პრევენცია და დროულად აღკვეთა ყველა იმ დესტრუქციული ქმედების, რაც სამწუხაროდ საზოგადოებამ იხილა არაერთგზის საქართველოში

ყველა ის ცვლილება, რომელიც არის დაგეგმილი განხორციელდეს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში, ითვალისწინებს ერთადერთ მიზანს, მოხდეს პრევენცია და დროულად აღკვეთა ყველა იმ დესტრუქციული ქმედების, რაც სამწუხაროდ საზოგადოებამ იხილა არაერთგზის საქართველოში, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა.

„მაშინ, როდესაც ადამიანების მცირე ჯგუფი ცდილობს მთელ საზოგადოებას ერთი, რომ თავს მოახვიოს საკუთარი ძალადობა, იძალადოს პოლიციაზე, იძალადოს საზოგადოებაზე, ამ ყველაფერს სჭირდება ადეკვატური პასუხი და რეაგირება. ეფექტურად რეაგირების განხორციელების მიზნით ცხადია, რომ ეს ცვლილებები იქნება განხორციელებული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.