ექსპერტი ალექსანდრ მერკურისი USAID-ზე: ის ისეთ მეგობრულ ქვეყნებშიცაა წარმოდგენილი, როგორიც საქართველო და სომხეთია და გადამწყვეტ როლს თამაშობს შიდა პოლიტიკის კონტროლში

ექსპერტი ალექსანდრ მერკურისი USAID-ზე: ის ისეთ მეგობრულ ქვეყნებშიცაა წარმოდგენილი, როგორიც საქართველო და სომხეთია და გადამწყვეტ როლს თამაშობს შიდა პოლიტიკის კონტროლში

ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, ანალიტიკოსი ალექსანდრ მერკურისი აშშ-ში „რეჟიმის შეცვლის მექანიზმების დემონტაჟის თემასა“ და USAID-ის მუშაობის სქემას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია ასევე ისეთ მეგობრულ ქვეყნებშია წარმოდგენილი, როგორიც საქართველო და სომხეთია და გადამწყვეტ როლს თამაშობს მათი შიდა პოლიტიკის კონტროლში.

„ის [USAID] ასევე წარმოდგენილია ე.წ. მეგობრულ ქვეყნებში და ეს მას აძლევს საშუალებას აკონტროლოს ან გადამწყვეტი როლი ითამაშოს შიდა პოლიტიკის კონტროლში ამ ქვეყნებში. იმიტომ, რომ ის შემოდის სავსე ჯიბით და უხდის ფულს სხვადასხვა ადამიანებს. მაგალითად, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ქვეყნებზე, როგორებიცაა სომხეთი და საქართველო, საქართველოში ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის პროტესტებს დიდი რაოდენობით (როდესაც ეს ქვეყნები იწყებენ უცხოური აგენტების შესახებ კანონების მიღებას), რომლებიც ასეთი სააგენტოებიდან მოდიან. ახლა კი, ტრამპის ადმინისტრაცია იღებს კანონს უცხოური აგენტების შესახებ“, - განაცხადა მერკურისმა.

მერკურისმა განმარტა, რომ თუ ეს ქვეყნები ამიერიდან მიიღებენ თანხებს აშშ-დან, ეს იქნება თანხები პირდაპირ აშშ-ს მთავრობისგან, რაც ყველაფერს ცვლის.

მერკური დაეთანხმა ჟურნალისტის რეპლიკას იმის შესახებ, რომ საქართველო წარმატებით დაუპირისპირდა ხელისუფლების შეცვლის მცდელობას.