ილონ მასკი:

ილონ მასკი: "NED-ი თაღლითია, ის კორუფციაშია ჩაძირული"

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი "დემოკრატიის ეროვნულ ფონდს" (NED) თაღლითად მოიხსენიებს.

"დემოკრატიის ეროვნულ ფონდი" კორუფციაშია ჩაძირული", - წერს მასკი X-ზე.

აქვე, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღნიშნავს, რომ "დიდია იმ ბოროტებათა ჩამონათვალი, რაც NED-ს გაუკეთებია".

NED-ი 1983 წელს დაარსებული ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც, როგორც თავად ორგანიზაციაში აცხადებენ, მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებას ემსახურება. ფონდი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, პროფკავშირებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.