ირაკლი ქადაგიშვილი შალვა პაპუაშვილის პოსტზე: წინასწარ ხდება მხილება და გაფრთხილება ევროკავშირის საელჩოსი, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხალხს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ მოუწოდებს

ირაკლი ქადაგიშვილი შალვა პაპუაშვილის პოსტზე: წინასწარ ხდება მხილება და გაფრთხილება ევროკავშირის საელჩოსი, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხალხს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ მოუწოდებს

წინასწარ ხდება მხილება და გაფრთხილება იგივე ევროკავშირის საელჩოსი, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხალხს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ მოუწოდებს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილის პოსტზე საუბრისას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

იგი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, გამოცემა „პუბლიკასთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„წინასწარ ხდება მხილება და გაფრთხილება იგივე ევროკავშირის საელჩოსი, რომ მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ხალხს კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ მოუწოდებს. სამწუხაროდ, ეს უკვე ტრადიციად ექცათ ასეთი მოწოდებების ავტორებს - ევროკავშირის საელჩო ამ დროს არც კი აფრთხილებს (ორგანიზაციას), რომ თანხა, რომლითაც ევროკავშირი რაღაცას აფინანსებს, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის განხორციელებას არ უნდა მოხმარდეს.

„პუბლიკას“ გამოხმაურება სწორედ ეს არის, რომ ისრები გადმოიტანოს თავის თავზე და თავის დონორისკენ მიმართული ეს სამართლიანი კრიტიკა, როგორღაც გააბათილოს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა; „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „პუბლიკა” სისხლის სამართლის დანაშაულს აანონსებს“. პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის საელჩო, როგორც დამფინანსებლის წარმომადგენელი, პასუხისმგებელია წინასწარ დაანონსებული სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგებზე.