გიორგი გამსახურდია X-ზე 1992 წლის 2 თებერვალს მომხდარ მოვლენებს იხსენებს, იმ დღეს, როდესაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებს, რომლებიც ვაგზლის მოედნიდან მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.
გამსახურდია აღნიშნავს, რომ 33 წლის წინ დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა სისხლიანი კალო დაუტრიალეს ზვიადის მომხრეებს და დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ჰქონდეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მათი ოცნების სფეროდ დარჩება.
“დღეს მძიმე დღეა, 33 წლის წინ, დღევანდელი ე.წ ოპოზიციის იდეურმა და სულიერმა მამებმა, ასევე მოქმედმა წევრებმა, სისხლიანი კალო დაუტრიალეს, საქართველოს პატრიოტებს, ზვიადის მომხრეებს. დღესაც იგივეს იზამდნენ, შანსი რომ ქონდეთ. მაგრამ, ეს მხოლოდ მათი ოცნების სფეროდ დარჩება, სხვა არაფრად.”- წერს გიორგი გამსახურდია.
თავის დროზე რომ არ მიეზღოთ სამართლიანად, იმიტომაც ჰყავთ ამდენი თავისნაირი, ქვეყნის გამყიდველი მიმდევარი.