როდესაც ელჩები ერთის მხრივ, ქალბატონ ამაღლობელს პოლიტპატიმარს ეძახიან, გადაახვიონ ის კადრები, სადაც სილას ურტყამს პოლიციელს და შეაფასონ თავიანთ ქვეყანაში როგორი რეაგირება ექნებოდა ამაზე პოლიციას

როდესაც ელჩები ერთის მხრივ, ქალბატონ ამაღლობელს პოლიტპატიმარს ეძახიან, გადაახვიონ ის კადრები, სადაც სილას ურტყამს პოლიციელს და შეაფასონ თავიანთ ქვეყანაში როგორი რეაგირება ექნებოდა ამაზე პოლიციას

როდესაც ელჩები ერთის მხრივ, ქალბატონ ამაღლობელს პოლიტპატიმარს ეძახიან, გადაახვიონ ის კადრები, სადაც იგი სილას ურტყამს პოლიციელს და შეაფასონ თავიანთ ქვეყანაში როგორი რეაგირება ექნებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით პოლიციას, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

„ქალბატონი მზია ამაღლობელი რა კადრებიც ვიხილეთ, იმ კადრების მიხედვით, ნამდვილად დასაკავებელი იყო, თუმცა ეს ყველაფერი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. რაც შეეხება ელჩების კომენტარებს, ეს ძალიან გულდასაწყვეტია და არავის აქვს უფლება, რომ ასეთი ტიპის განცხადებები აკეთოს, რომელიც არის მიკერძოებული. როდესაც ისინი ერთის მხრივ, ქალბატონ ამაღლობელს პოლიტპატიმარს ეძახიან, მეორეს მხრივ, მოდი გადაახვიონ ის კადრები, სადაც იგი სილას ურტყამს პოლიციელს და შეაფასონ თავიანთ ქვეყანაში როგორი რეაგირება ექნებოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით პოლიციას. დიპლომატიური კორპუსიდან, ვინც რაღაცებს აბრალებს „ქართულ ოცნებას“, არავის დაუგმია ის ძალადობრივი ქმედებები, რომელიც აქციის მონაწილეების მხრიდან ხორციელდებოდა პირველი ერთი კვირის განმავლობაში“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.