აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან გამართული შეხვედრისას განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი, მოხერხდება თუ არა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.
„ვფიქრობ, რომ პუტინს ჩემთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება სურს. ამიტომ, ვიტყვი, რომ ერთ-ორ კვირაში გვეცოდინება, შევძლებთ თუ არა ამ პრობლემის გადაჭრას და ამ ხოცვა-ჟლეტის დასრულებას. ეს ყველას ინტერესში შედის.
იმედი მაქვს, რომ არსებობს ორი მხარე, რომლებსაც ამ კონფლიქტის დასრულება სურთ, და ჩვენ დავაკვირდებით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ასეთი ნაბიჯები ყოველ კვირას ასობით სიცოცხლეს გადაარჩენს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ძალებშია, რათა მშვიდობა დავაახლოვოთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.