თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: იქ, სადაც უსამართლოდ გექცევიან, შეიძლება არც ღირდეს ყოფნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ სიტუაცია არ შეიცვლება

თენგიზ შარმანაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: იქ, სადაც უსამართლოდ გექცევიან, შეიძლება არც ღირდეს ყოფნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ სიტუაცია არ შეიცვლება

იქ, სადაც უსამართლოდ გექცევიან, უარგუმენტოდ გაბრალებენ და თავის მართლების საშუალებასაც კი არ გაძლევენ, არგუმენტებს არც კი ისმენენ, იქ შეიძლება არც ღირდეს ყოფნა, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოში საპარლამენტო მუშაობას აჩერებს.

„ეს არის აბსოლუტურად უსამართლო დათქმები. ვერცერთი მტკიცებულება ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც ქვეყნის გარეთ არჩევნების ისეთ დარღვევით ჩატარებისა, რომელიც გამოიწვევდა ამ არჩევნების დელეგიტიმაციას, ვერავინ მოიყვანა. იქ, სადაც უსამართლოდ გექცევიან, უარგუმენტოდ გაბრალებენ და თავის მართლების საშუალებასაც კი არ გაძლევენ, არგუმენტებს არც კი ისმენენ, იქ შეიძლება არც ღირდეს ყოფნა იმ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ სიტუაცია არ შეიცვლება“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.