სოზარ სუბარი: არჩევნებს არ ჩავატარებთ მანამ, სანამ კონსტიტუციით დადგენილი ვადა არ ამოიწურება და ეს არის 2028 წლის ოქტომბერში

სოზარ სუბარი: არჩევნებს არ ჩავატარებთ მანამ, სანამ კონსტიტუციით დადგენილი ვადა არ ამოიწურება და ეს არის 2028 წლის ოქტომბერში

[ოპოზიციის] გადაწყვეტილების გამო არჩევნებს არ ჩავატარებთ მანამ, სანამ კონსტიტუციით დადგენილი ვადა არ ამოიწურება და ეს არის 2028 წლის ოქტომბერში, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრმა იცის, რომ რასაც ისინი [ოპოზიციის წარმომადგენლები] ამბობენ, არის აბსოლუტური ტყუილი. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა. მათი მოთხოვნები რომ არ შესრულდება, ეს ძალიან კარგად იციან და კანონების უკან გაწვევაც ხომ არ მოხდება, ორი კანონის, რომელზეც ლაპარაკობენ, ესეც ძალიან კარგად იციან. მათ გადაწყვეტილება აქვთ წინასწარ მიღებული, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, პოლიტიკური დავალება. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამ [ოპოზიციის] გადაწყვეტილების გამო არჩევნებს არ ჩავატარებთ მანამ, სანამ კონსტიტუციით დადგენილი ვადა არ ამოიწურება და ეს არის 2028 წლის ოქტომბერში“, - აღნიშნა სუბარმა.

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება.

მარბიელი როდესაც ოპო რეალური არგუმენტის გარეშე ხელახალ არჩევნებს ითხოვს და გარე ძალტა დახმარების იმედით სივრცეს არ ტოვებს სალაპარაკოდ, ეს მათ უმწიფრობაზე მიუთითებს
ასე უსაფუძვლოს ახალი არჩევნების დანიშვნა ოცნების დამარცხებაა, ანუ მიცემული ხმების დაუცველობაა, ანუ, ასეთის შემთხვევაში რაც მიიღო იმ ხმების ნახევარს თუ მიიღებს!
1 დღის უკან