ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანება ამ ეტაპზე არ განიხილება.
ამის ნაცვლად, მიმდინარეობს დისკუსიები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზე, რაც ნატოს კოლექტიური თავდაცვის წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი იქნება.
რუტემ ეს განცხადება Fox News-ის ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები და რამდენიმე სხვა ქვეყანა უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია, თუმცა 2024 წლის სამიტის შემდეგ ნატოს ოფიციალური პოზიციაა, რომ უკრაინისთვის ალიანსისკენ მიმავალი გზა შეუქცევადია.
„ჩვენ აქ რაზეც ვსაუბრობთ, არ არის ნატოს წევრობა. რასაც განვიხილავთ, ეს არის მეხუთე მუხლი, ანუ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ტიპი“, - განაცხადა რუტემ.