ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი – ჯონი დეპი ახალ ფილმში ლეგენდალურ მომღერალს – ელვის პრესლის განასახიერებს. ახალი ფილმის სიუჟეტი ძირითადად კონცენტრირებული იქნება იმ მოვლენებზე, რომელმაც მსოფლოში აღიარებული მუსიკოსი სიკვდილამდე მიიყვანა.
47 წლის მსახიობი აცხადებს, რომ იგი მუდმივად აღფრთოვანებული იყო ძლიერი პიროვნებებით და დიდი ადამიანებით. შეგახსენებთ, რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი, როკ-ენ- როლის მეფე ელვის პრესლი 1977 წლის 16 აგვისტოს გარდაიცვალა.
ასეთი ტიპის როლი საკმაოდ გამოცდილი ჯონი დეპისათვისაც კი სიახლე და გამოწვევა გახლავთ. მით უმეტეს, სერ ელვის პრესლი ბოლო გამოკითხვებით, შეერთებულ შტატებში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი იყო და მისი როლის არადამაჯერებლად თამაში, ბევრ ამერიკელს განარისხებს. როგორც ხედავთ, ჯონი დეპიმ საკმაოდ რთული მისია იტვირთა, თუმცა, მისი გაქანების კაცისათვის, არაფერია შეუძლებელი.