ინგრედიენტებში მითითებული ბოსტნეული დავჭრათ ოთხკუთხედებად მოურიოთ და დავამატოთ კვერცხი. ყველი სახეხელით გავხეხოთ. შემდეგ გახეხილი ყველის 3/4 დაუმატოთ ბოსტნეულს და კარგათ ავურიოთ.
პომიდორი დავჭრათ ნაჭრებად. ბოსტნეულის ნაწილი ჩავდოთ ცეცხლგამძლე ფორმაში, შიგადაშიგ ჩავაყოლოთ დაჭრილი პომიდორის ნაჭრები. ზევიდან მოვაყაროთ დარჩენილი ყველი. დავაფაროთ ფოლგა და შევდოთ ღუმელში 25–30წ. 180 გრადუსზე. მზად რომ იქნება ზევიდან მოვაყაროთ მწვანილი.
ინგრედიენტები:
150 გრ. მაგარი ყველი,
1 ბულგარული წიწაკა,
1 კვერცხი,
1 ბადრიჯანი,
1 ყაბაყი,
მწვანილი,
მარილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: თავკვერი.