მატყუარა, მშიშარა, ნაცისტების მომხრე - ამ სიტყვებს უწოდებს დონალდ ტრამპს ბრიტანელი მინისტრი, რომელმაც საქართველოს მთავრობას პროგრამული მხარდაჭერა შეუჩერა

მატყუარა, მშიშარა, ნაცისტების მომხრე - ამ სიტყვებს უწოდებს დონალდ ტრამპს ბრიტანელი მინისტრი, რომელმაც საქართველოს მთავრობას პროგრამული მხარდაჭერა შეუჩერა

ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრი დევიდ ლამი, სოციალურ პლატფორმა x-ზე ტრამპის პოლიტიკის საწინააღმდეგო განცხადებებს ავრცელებს.

„მატყუარა და მშიშარა. ადამიანი, რომელსაც სურს კიდევ ერთხელ ნახოს დაყოფილი ევროპა“, „თუ ტრამპი დიდ ბრიტანეთში ჩამოვა, მე ამას  ქუჩაში გავაპროტესტებ.  ის არის რასისტი, კუ კლუქს კლანისა და ნაცისტების მომხრე“, არასწორი, არაკეთილსინდისიერი, ქსენოფობიური, ნარცისი დონალდ ტრამპი არ არის ბრიტანეთის მეგობარი. ის არ არის ღირსი დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ  იყოს ჩვენი ქვეყნის უმაღლესი ღირსებისა და დედოფალთან ბანკეტზე დასწრების ღირსი“ ,  „ჰიტლერმა იგივე თქვა გერმანიაზე 1940 წლის თებერვალში გამოსვლაში“,- წერს დავიდ ლამი დონალდ ტრამპის სლოგანზე „კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი“ ,

შეგახსენებთ, რომ  დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამის განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.