კაცმა სენაკში ცოლი მოკლა - რა გახდა მძმე დანაშაულის მოტივი? - მან პოლიციაში თავადვე დარეკა და განაცხადა, რომ ცოლი დაჭრა

კაცმა სენაკში ცოლი მოკლა - რა გახდა მძმე დანაშაულის მოტივი? - მან პოლიციაში თავადვე დარეკა და განაცხადა, რომ ცოლი დაჭრა

უმძიმესი დანაშაული სამეგრელოში - 3 დეკემბერს სენაკში, ნარუშვილის ქუჩაზე ოჯახურ ძალადობას კიდევ ერთი ქალი ემსხვეპლა. როგორც ადგილობრივები for.ge-სთან ყვებიან, 49 წლის გოჩა ბარამიამ ეჭვიანობის ნიადაგზე გულმკერდის არეში ცოლს დანით ჭრილობები მიაყენა. 46 წლის ქეთინო ძაძუა მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე დაიღუპა. როგორც მეზობლები ამბობენ, მომხდარის შესახებ პოლიციას თავად გოჩა ბარამიამ დაურეკა და ცოლის დაჭრის შესახებ განაცხადა.

ადგილზე მისულ პოლიციას და სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე დაღუპული დახვდათ. ის ადგილზევე დანაშაულის ჩადენის იარაღით დააკავეს. მეზობლები ამბობენ, რომ ამ სასტიკ დანაშაულს, სავარაუდოდ, მათი არასრუწლოვანი შვილებიც შეესწრნენ, მათ კი მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა ადგილზე პოლიცია მივიდა.

„არ ვიცით, რა მოხდა, ზუსტად, ყველა ვართ გაოგნებულები. ყველა ოჯახში ცოლ-ქმარს შორის არის კამათი და უთანხმოება. ეს ოჯახიც არავისგან განსხვავებული არ ყოფილა. ხშირი იყო-თქო კამათი და კონფლიქტი, ვერ ვიტყვით. ჩვეულებრივი ოჯახია, სადაც ახლა რაღაცა პრობლემები რომ იქნება, ხომ ცხადია. თუმცა სიტუაცია აქამდე რომ მივიდოდა, ვინ რა იცოდა. რაზე იკამათეს, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი... მხოლოდ ის ვიცით, რომ ეჭვიანობდა. იყო ძალიან ეჭვიანი და ამ ქალის მიმართ ასეთ დროსაც იჩენდა აგრესიას. არ ვიცი მშვენიერი ქალი იყო, რატომ უნდა ჰქონოდა ასეთი აზრები, რა საფუძველი ჰქონდა? არაფერი მსგავსი, რადგან კარგი გოგო იყო ძალიან. როცა ადამიანი პათოლოგიურად ხარ ეჭვიანი, ამას მიზეზი არ სჭირდება. ზოგი ამბობს, რომ ბავშვებიც მაგ დროს სახლში იყვნენ. ზოგი იძახის, რომ არა, ბავშვები სახლში არ ყოფილან - ზუსტად არ ვიცით. თუმცა ვიცით, რომ პოლიციაში თავად დაურეკავს და უთქვამს, ცოლი დავჭერი და მგონი მოკვდაო“, - ამბობს ადგილობრივი.

კიდევ ერთი მეზობელი გამოცემასთან ყვება, რომ მათ მომხდარის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როცა სახლთან პოლიცია და სასწაფო დახმარება გამოჩნდა და გოჩა ბარამია ხელბორკილით გამოიყვანეს.

„თავიდან მეგონა, რომ, ალბათ, სახლში ბავშვი გაუხდათ ცუდად და სასწრაფო გამოიძახეს. ფაქტია, ღამე მოხდა. ქალისთვის მიუყენებია რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდის და მუცლის არეში. 4-მდე ჰქონდა დარტყმული. თუ აფექტში იყო, ერთი რომ დაარტყა და დაინახა ქალი წაიქცა, დანარჩენს რაღას ურტყამდა? რა ჰქონდა საეჭვიანო? პოლიციამ რომ გამოიყვანა ხელბორკილით, მერე მივხვდით რაღაცა უბედურებას ჰქონდა ადგილი. ვიფიქრე, ალბათ, ცოლი გალახა-მეთქი და ამიტომ დააკავეს. თურმე საცოდავი არ მოუკლავს. სასწრაფომაც ვერ მოუსწრო, ასე დაიცალა სისხლისგან“, - გვიყვება მოკლული ქალის მეოზობელი.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.