შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის განმარტებაში ამოვიკითხეთ ის, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, არჩევნებში შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ამ დღიდან მოყოლებული ვნახეთ, რომ მიდის ეუთო/ოდირზე შეტევა

შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის განმარტებაში ამოვიკითხეთ ის, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, არჩევნებში შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, ამ დღიდან მოყოლებული ვნახეთ, რომ მიდის ეუთო/ოდირზე შეტევა

ჩვენ ვნახეთ, არჩევნების მეორე დღეს ეუთო/ოდირის დასკვნა, როგორც წერილობით, ისე ზეპირ განმარტებაში ამოვიკითხეთ ის, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, არჩევნებში შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, ამ დღიდან მოყოლებული ეუთო/ოდირზე ხორციელდება შეტევა.

„ჩვენ არჩევნებამდე გვესმოდა მათ შორის ევროპელებისგან, რომ საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას ისინი იხელმძღვანელებდნენ ეუთო/ოდირის დასკვნით, რადგან ეუთო/ოდირი არის მთავარი სადამკვირვებლო მისია და მისი ობიექტურობისადმი კითხვები არ ისმის ხოლმე. ჩვენ ვნახეთ, არჩევნების მეორე დღეს ეუთო/ოდირის დასკვნა და მოვისმინეთ მისიის ხელმძღვანელის განმარტებები. როგორც წერილობით, ისე ზეპირ განმარტებაში ამოვიკითხეთ ის, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, რომ ყველას შეეძლო ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია, ამომრჩეველს დიდი არჩევანი ჰქონდა, არჩევნებში შედგა და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ამ დღიდან მოყოლებული ვნახეთ, რომ მიდის ეუთო/ოდირზე შეტევა. არჩევნებამდეც ვნახეთ, როგორც აალაპარაკეს ადგილობრივი ოპოზიცია, გვარამია და გიორგი გახარია, რომლებმაც წინსწრებით თქვეს, რომ მათთვის ეუთო/ოდირის დასკვნა განმსაზღვრელი არ არის. ეს ძალიან საეჭვო გარემოებაა. შემდეგ მოვისმინეთ ევროკავშირისგან, რომ ისინი აპირებდნენ ეუთო/ოდირის დელეგაციის ხელმძღვანელობას შეხვედროდნენ და პირადად მოესმინათ, თუ როგორი შეფასება ექნებოდათ არჩევნებზე. ვინმემ გაიგეთ ეს შეხვედრა შედგა თუ არა? სინამდვილეში შედგა და ჩვენ საჯაროდ არაფერი გვითხრეს, რა ითქვა იმ შეხვედრაზე. ამის შემდეგ არის სრული სიჩუმე რაც არის საეჭვო და რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. სამაგიეროდ ჩვენ ვნახეთ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის განცხადება, რომელიც გახლდათ ამ მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც იმეორებს კიდევ ერთხელ იმ მიგნებებს რაც ეუთო/ოდირს ჰქონდა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული და რომ საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს. რატომღაც ამას ყველა გვერდით ატარებს და ვერ ვხედავთ რეაქციებს ევროპელი კოლეგებისგან რაც კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნებს აჩენს, რასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს პაპუაშვილი.