მადრიდის „რეალის" გარემარბმა ვინისიუსმა სოციალურ ქსელში ტრავმის შესახებ კომენტარი გააკეთა, ბრაზილიელმა ბოლო მატჩში ბარძაყი დაიზიანა და სავარაუდოდ წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს.
„გიჟური კალენდარი... მალე გამოვჯანმრთელდები", - წერს ვინისიუსი თავის გვერდზე.
მიმდინარე სეზონში ვინისიუსმა ყველა შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 18 მატჩში, რომლებშიც 12 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურში „რეალი“ „ლივერპულს“ შეხვდება სტუმრად. მატჩი ხვალ, 27 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.