„ლივერპულის“ ეგვიფტელი შემტევის, მოჰამედ სალაჰის მომავალი ბუნდოვანია, ამის შესახებ ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„2025 წელი მოდის და ჯერაც არ მიმიღია ლივერპულში დარჩენის შემოთავაზება, ვფიქრობ, კლუბს ჩემი გაყიდვა უნდა. იმედგაცრუებული ვარ ამ ყველაფრით , მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და მინდა მთელი კონცენტრაცია ჩემს თამაშზე მოვახდინო. პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა. ამჟამად, უფრო გუნდის მიღმა ვარ, ვიდრე გუნდში მომდევნო სეზონისთვის", - თქვა ეგიპტელმა.
შეგახსენებთ, რომ მოჰამედ სალაჰი "ლივერპულის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს, მას კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.