მადრიდის „რეალს“ ვინისიუს ჟუნიორი გამოაკლდა

მადრიდის „რეალს“ ვინისიუს ჟუნიორი გამოაკლდა

მადრიდის „რეალს“ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ბრაზილიელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორი ვერ დაეხმარება.

აღნიშნული ინფორმაციას „სამეფო კლუბის“ ოფიციალური ვებ გვერდი ავრცელებს. ვინისუსმა დაზიანება გუშინ „ლეგანესთან“ მოგებულ (3:0) შეხვედრაში მიიღო.

როგორც ბრაზილიელი ფეხბურთელის სამედიცინო დასკვნაში წერია, მას მარცხენა ფეხის ბიცეფსი აქვს დაზიანებული და გამოჯანმრთელების სავარაუდო დროდ ერთი თვე სახელდება.

ვინისიუსი „რეალს“, „ლივერპულთან“, „ხეტაფესთან“, „ატლეტიკ ბილბაოსთან“,“ჟირონასთან“, „ატალანტასა“ და „რაიო ვალეკანოსთან“ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.