ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“, რომელიც სტუმრად „ლეიკერსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 119:118 გაიმარჯვა.
მატჩი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა, პირველ ნახევარში მასპინძლები 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ შესვენებაზე. მეორე ნახევარში კი, სიტუაცია შეიცვალა და შეხვედრის ბედი ბოლო პერიოდის ბოლო წუთზე გადაწყდა. საბოლოო ჯამში „ორლანდომ“ ქულით იმარჯვა და სეზონში მე-10 გამარჯვება იზეიმა.
გოგა ბითაძემ შეხვედრა ძირითად ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 30 წუთი გაატარა. ქართველ ცენტრს საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდა და ორმაგ დუბლამდ 3 ქულა დააკლდა. გოგას მონაგარი დღევანდელ შეხვედრაში 7 ქულა, 15 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაა. ბითაძემ 4-დან 3 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 15 მოხსნით ორივე გუნდში საუკეთესო იყო.
„ორლანდო მეჯიქი“ 10 მოგებითა და 7 მარცხით გათამაშების ცხრილში მე-4 ადგილზეა. შემდეგ შეხვედრაში „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ კედლებში „დეტროიტს“ 24 ნოემბერს მიიღებს.