"ნაპოლის" დანიელი ფეხბურთელის შეძენა სურს

„ნაპოლის“ „ლეჩეს“ დანიელი მცველის პატრიკ დორგუს შეძენა სურს. იტალიური მედიის ცნობით, ანტონიო კონტეს 20 წლის ფეხბურთელი ძალიან მოსწონს.

დორგუს ყიდვას „ნაპოლი“ მომდევნო ზაფხულს აპირებს და მზადაა ნიჭიერ ფეხბურთელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს. დამდეგ ზაფხულს ვიქტორ ოსიმენის გაყიდვის შემდეგ აურელიო დე ლაურენტისს ეკონომიკური შესაძლებლობა ექნება, რათა დანიელში სოლიდური ინვესტიცია განახორციელოს.

პატრიკ დორგუმ მიმდინარე „ლეჩეში“ 2023 წლიდან დღემდე 47 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მას დანიის ნაკრებში ოთხ თამაშში ერთი გოლი აქვს გატანილი.