„ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა იან-კრისტიან დრეზენმა მიუნხენური გუნდის მთავარ მწვრთნელ ვენსან კომპანიზე ისაუბრა. დრეზენის თქმით, ბელგიელი ბავარიელებს კარგ ფეხბურთს ათამაშებს, რომელსაც გულშემატკივრი სტადიონზე მოჰყავს.
შეგახსენებთ, რომ კომპანიმ „ბაიერნი“ გასულ ზაფხულს ჩაიბარა.
„ჩვენ ისევ ვხედავთ ფეხბურთს, რისთვისაც გულშემატკივრები სიამოვნებით მიდიან სტადიონზე. „ბაიერნი“ არ იყენებს სხვადასხვა მოთამაშეებს ისე ხშირად, როგორც ერთი წლის წინათ. ამ მხრივ, ვენსანი რა თქმა უნდა, გამორჩეულად კარგი შენაძენია. ვფიქრობ, ჩვენ სწორ გზაზე ვართ“, - ციტირებს Bayern & Germany დრეზენის სიტყვებს სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).