ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ მარცხენა მცველის პოზიციაზე სამზე მეტ კანდიდატს განიხილავს - წერს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი).
„მანჩესტერ იუნაიტედს" 2025 წელს ახალი მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის სისტემისთვის ახალი მარცხენა მცველის შეძენა სურს. კლუბი უკვე აფასებს ვარიანტებს, სიაში სამზე მეტი კანდიდატია. ჯერ კიდევ გასარკვევია, ეს იანვარში მოხდება თუ ზაფხულში“, - წერს რომანო.
„მანჩესტერი“ ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მე-13 ადგილზეა. გუნდმა 11 მატჩის შემდეგ 15 ქულა დააგროვა.