სოკოს რიზოტო

სოკოს რიზოტო

ინგრედიენტები

8   ჭიქა ქათმის ბულიონი

1   / ზეითუნის ზეთი

1   თავი წვრილად დაჭრილი ხახვი

2   / კარაქი (გაყოფილი)

2   კბილი დაკეპილი ნიორი

450   გრამი დაჭრილი ქამა სოკო

1   ცალი დაფნის ფოთოლი

4   ღერი დაჭრილი ქონდარი

მარილი

ახლად დაფქული შავი პილპილი

2   ჭიქა მრგვალი ბრინჯი

1/2  ჭიქა თეთრი ღვინო

1   ჭიქა გახეხილი პარმეზანი

3/4  ჭიქა გაყინული ბარდა

2   / დაჭრილი ოხრახუში

მომზადება

საშუალო ტემპერატურაზე საშუალო ქვაბში აადუღეთ ქათმის ბულიონი. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა.

დიდ ქვაბში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი. თუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაახლოებით 5 წუთით, მოურიეთ ხშირად. დაუმატეთ 1 / კარაქი, ნიორი, დაჭრილი სოკო, დაფნა და ქონდარი. თუშეთ სოკოს დარბილებამდე და შებრაწვამდე, დაახლოებით 4 წუთით. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. სოკოს ნაზავი ქვაბიდან გადმოიღეთ.

დარჩენილი 1 / კარაქი ქვაბში გაადნეთ და დაუმატეთ ბრინჯი. ურიეთ სწრაფსწრაფად, დაახლოებით 2 წუთით. დაუმატეთ ღვინო და ხარშეთ ღვინის ამოშრობამდე.

დაუმატეთ 1 ჭიქა ცხელი ბულიონი. ურიეთ ხშირად, ხარშეთ სითხის შეწოვამდე. დაუმატეთ თითოთითო ჭიქა დარჩენილი ბულიონი და თითოეული ჭიქის დამატების შემდეგ დაელოდეთ, რომ ბრინჯმა სითხე შეიწოვოს. ადუღეთ ბრინჯის მოხარშამდე (შესაძლოა ბულიონი მთლიანად არ დაგჭირდეთ).

სოკოს ნაზავი ქვაბში ბრინჯს დაუმატეთ.

შეურიეთ პარმეზანი და გალღობილი ბარდა. მორთეთ ოხრახუშით. მიირთვით თბილი.