ბექემის მეუღლემ ქმრის კარიერაში ყველაზე რთულ პერიოდზე ისაუბრა

ბექემის მეუღლემ ქმრის კარიერაში ყველაზე რთულ პერიოდზე ისაუბრა

ბრიტანელმა მომღერალმა და მსახიობმა ვიქტორია ადამსმა ჟურნალისტებს გაანდო, თუ რა პერიოდი იყო მისთვის და მისი მეუღლისთვის, დევიდ ბექემისთვის ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი.

„ყველაზე რთული პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში საფრანგეთის 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გახლდათ. როდესაც მარცხის გამო ჩემს ქმარს ზედმეტად აკრიტიკებდნენ. დევიდი იმავე ასაკის იყო, როგორიც ახლა რომეოა (წყვილის შუათანა ვაჟი). ეს ძალიან რთულია 22 წლის ბიჭისთვის. როცა ამაში მონაწილეობ, არ იცი იძირები თუ ცურავ, უბრალოდ აგრძელებ ამ ყველაფრის განცდას. მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გვყავდა და დანარჩენი ისტორიაა. არ ვიცი რას ვიზამდი ასეთი რამ ჩემს შვილს რომ გადაეტანა.“, - ციტირებს ვიქტორია ბექემის სიტყვებსHarpers Bazar UK.

შეგახსენებთ, რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ინგლისის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს შეხვდა. 47-ე წუთზე ბექემი მეტოქეს შეეჯახა და დაარტყა, რისთვისაც გააძევეს. ინგლისის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა და შინ ნაადრევად გაემგზავრა. იმ ეპიზოდის შემდეგ ინგლისელმა ჟურნალისტებმა დამარცხების მთავარ დამნაშავედ დევიდი გახადეს.