შოკოლადის ღვეზელი

შოკოლადის ღვეზელი

კარგად ათქვიფეთ კარაქი და შაქარი. შეათქვიფეთ კვერცხი და ორთქლზე გამლღვალი შოკოლადი. შეურიეთ ფქვილი, მარილი და გააკეთეთ კვერცხისა და კარაქის კრემი. თქვეფის შეუჩერებლად ჩაასხით რძე და მანამ თქვიფეთ, ვიდრე რბილ, ელასტიკურ ცომს არ მიიღებთ.

გაახურეთ ღუმელი 1800-ზე. ათქვიფეთ არაჟანი, შაქარი, ვანილიანი შაქარი და კვერცხი. ტაფას წაუსვით ცხიმი, დაასხით შოკოლადის ცომი, გაასწორეთ, მოასხით ათქვეფილი არაჟანი და ჩანგლით ზოლები გაუკეთეთ. შედგით ღუმელში 40 წუთით გაოქროსფრებამდე.

სულ ბოლოს კი, გააცივეთ და დაჭერით.

ინგრედიენტები::

125 გრამი კარაქი,

125 გ შაქარი,

150 გ მწარე შოკოლადი,

250 გ ფქვილი,

1 პაკეტი გამაფხვიერებელი,

150 გ რძე,

3 კვერცხი,

შესარევად:

400 გ არაჟანი,

80 გ შაქარი,

1 პაკეტი ვანილიანი შაქარი,

3 კვერცხი.