რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას - ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკოზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა. ფაქტია, რომ ე.წ. ენჯეოებს დეზინფორმაციის შეთხზვა-გავრცელების გარდა სხვა უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ და არჩევნებიდან არჩევნებამდე დაკავებულნი არიან ბოროტი ტყუილების "გამოცხობაში",- წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაზე, რომელშიც საუბარია, ცესკოს როლზე არჩევნების გაყალბების საქმეში.
მისივე თქმით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს მაშინ, როცა კრებსითი გიგაურების ნაცკანტორები თავს ესხმიან საქართველოს დემოკრატიას და გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს.
„რადიკალები მაქსიმალურად ცდილობენ საპროტესტო მუხტის აწევას - ეკა გიგაურის კანტორამ გამოაქვეყნა მორიგი პასკვილი ცესკოზე, რაც fake news-ების ჟანრიდანაა. ფაქტია, რომ ე.წ. ენჯეოებს დეზინფორმაციის შეთხზვა-გავრცელების გარდა სხვა უნარ-ჩვევები არ გააჩნიათ და არჩევნებიდან არჩევნებამდე დაკავებულნი არიან ბოროტი ტყუილების "გამოცხობაში".
გაუმჭვირვალე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საარჩევნო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, როცა კრებსითი გიგაურების ნაცკანტორები თავს ესხმიან საქართველოს დემოკრატიას და გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს,“- წერს გია აბაშიძე.