თამარ ჩიბურდანიძე: შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის შემდეგ თავმოყვარე ოპოზიცია  ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ ესენი?!

თამარ ჩიბურდანიძე: შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის შემდეგ თავმოყვარე ოპოზიცია  ბოდიშს მოიხდიდა, მაგრამ ესენი?!

პარტიახალხის ძალისწევრი თამარ ჩიბურდანიძე პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი ტექნოლოგიებით ატარებენ არჩევნებს. აბა სხვაგვარად როგორ უნდა იცოდე წინასწარ, იგებ თუ აგებ არჩევნებს?“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ ის, რაც ნოდარ მელაძემ მაყურებელს საარჩევნო დარღვევად წარმოუჩინა, რეალურად ამომრჩეველთან კომუნიკაციის ჩვეულებრივი მეთოდია. ექსპერტის თქმით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნებს მსგავსი ტექნოლოგიით ატარებენ და ამ მეთოდს, მათ შორის, ქართული ოპოზიციაც იყენებდა.

თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდა და შეცდომის აღიარება ადამიანს ღირსებასა და სანდოობას მატებს, თუმცა რადიკალური ოპოზიციის მიზანი მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელებაა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქართველ ხალხს ატყუებს და ამომრჩეველთან კომუნიკაციის ცნობილ მეთოდს საარჩევნო დარღვევად ასაღებს, თუმცა გაუგებარია, როგორ ატყუებენ ისინი საკუთარ უცხოელ პატრონებს.

შეცდომის აღიარება და ბოდიშის მოხდა ადამიანს ღირსებას მატებს, მისი სანდოობა იზრდება. მაგრამ, გააჩნია ვინ? ამ ოპოზიციის მიზანი დეზინფორმაციის გავრცელებაა და საკუთარი მიზანმიმართული ტყუილის თქმისთვის ესენი ბოდიშს როგორ  მოიხდიან?

ყველაზე დიდი მარცხი ის არის, როდესაც  ცოდნასთან მარცხდები. რაც ნოდარ მელაძემ ამომრჩეველზე ზეწოლად  წარმოგვიდგინა და რაზეც შალვა პაპუაშვილმა ცოდნაზე დაფუძნებული ფაქტობრივი პასუხი გასცა, ამომრჩეველთან მუშაობის ტექნოლოგიებია. ეს არ არის მხოლოდ NDI -ის სახელმძღვანელოში. მსგავსი სახელმძღვანელო აქვს ბევრ ავტორს. ჰკითხონ თუნდაც ლევან ცუცქირიძეს და იმედია, ამას მაინც არ უარყოფს.  მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი ტექნოლოგიებით ატარებენ არჩევნებს. აბა სხვაგვარად როგორ უნდა იცოდე წინასწარ, იგებ თუ აგებ არჩევნებს? ვინმეს სჯერა, რომ ოპოზიცია ამ მეთოდს არ იყენებდა? ეგენი ამ საქმეში სუპერ პროფესიონალები არიან.

ოპოზიციას თუ აინტერესებს, მარტივი გასაგებია მათთვის, თუ რამდენი . ქოლ-ცენტრი ექნებათ შექმნილი დღეს ამერიკაში, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ორივე მხარეს. ეს არ არის კანონდარღვევა, ეს ამომრჩეველთან კომუნიკაციის ჩვეულებრივი მეთოდია. კარგი, ვთქვათ და ქართველი ხალხი მოატყუეს, თავიანთ პატრონებს როგორღა ატყუებენ, მათ არ ასწავლეს ეს მეთოდოლოგია? ისინი  ხომ ამ ყველაფერს მხოლოდ უცხოეთისთვის დგამენ, რომ როგორმე მათი მხარდაჭერა არ დაკარგონ?

შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის შემდეგ თავმოყვარე ოპოზიცია  ბოდიშს მოიხდიდა. მაგრამ ესენი?!”- წერს თამარ ჩიბურდანიძე.