პიტერ ფიშერი: საქართველოს თუ აქვს სურვილი, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, უნდა მოძებნოს გზა, რომ გამოიძიოს ყველა სადავო საკითხი და განიხილოს ცივილიზებულად

პიტერ ფიშერი: საქართველოს თუ აქვს სურვილი, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, უნდა მოძებნოს გზა, რომ გამოიძიოს ყველა სადავო საკითხი და განიხილოს ცივილიზებულად

საქართველოს თუ აქვს სურვილი, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, მან უნდა მოძებნოს გზა, რომ გამოიძიოს ყველა სადავო საკითხი და განიხილოს ისინი ცივილიზებულად, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა განაცხადა.

ფიშერს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, გაყალბდა თუ არა არჩევნები საქართველოში.

„ეს არის გამოძიების საკითხი. გერმანიამ და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არჩევნები არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რასაც ჩვენ ველით ევროკავშირის კანდიდატისგან. ეს არჩევნები როგორც ჩატარდა, არის კიდევ ერთი ნაბიჯით დაშორება საქართველოს ევროკავშირიდან.

საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირმა შეაჩერა. გთხოვთ, დამიჯეროთ, რომ გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოები იღებენ და არა კანდიდატი ქვეყნები – ან საქართველო, ან მხოლოდ ევროკავშირის ერთი წევრი, რომელიც არის უნგრეთი. მოვუწოდეთ სრული გამოძიებისკენ და საქართველოს თუ აქვს სურვილი, იყოს ევროპული ოჯახის წევრი, მან უნდა მოძებნოს გზა, რომ გამოიძიოს ყველა სადავო საკითხი და განიხილოს ისინი ცივილიზებულად“, – განაცხადა პიტერ ფიშერმა.

Aburjga Tasmanieli წადი ბიძია, წადი, ააცვი!
2 კვირის უკან